Sunday, May 15, 2016

                                                                     დღე 9
        ნათელია, რომ პროექტით სწავლება გვეხმარება მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, ცოდნის ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.
       თანამედროვე ტექნოლოგიები  გვეხმარება 21_ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ის აადვილებს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას და აუმჯობესებს სწავლის პროცესს.
      დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენს სწავლებაში. თითოეულმა მოვახდინეთ ელექტრონული პორტფოლიოს პრეზენტაცია.შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები, შევიტანეთ ცვლილებები, დავხვეწეთ და სრულვყავით შეძლებისდაგვარად.
      მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო გვანცას,რომლის დახმარებით შევძელი მიმეღწია საბოლოო მიზანს.  მისი გულისხმიერებითა და ძალისხმევით მივაღწიე  წარმატებას და გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით.

Thursday, May 12, 2016

                                                            დღე 8
     განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, გავეცანით ფასილიტაციას ტექნოლოგიებით,რაც საშუალებას მომცემს გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესში ხელშეწყობისა და დახმარების მიძნით.გამოიყენოთ ტექნოლოგიები მოსწავლეთა        პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის      გაუმჯობესებისთვის. შექმნილი რესურსები გამოვიყენოთ მოსწავლეთა მიერ პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

Monday, May 9, 2016

                                                              დღე 7
 მნიშვნელოვანი დღე იყო: ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე და გავიაზრე მიღებული შედეგებით როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა ნაშრომები და შეფასების სტრატეგიები. მიღებული ცოდნა დამეხმარება ხელი შვუწყო მოს წავლეთა თვით რეგურირებად სწავლას. მოვძებნო დიფერენციალური სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეთათვის. მოვიძევ დამატებით მასალებს გეზის მისაცემად, რათა შეძლონ სასწავლო პროექტის მოდიფიცირება, მოიძიონ თემისთვის საჭირო მასალები და გააკეთონ რეფლექსია.

Sunday, May 8, 2016

                                                                დღე 6
მეგონა სლაიდი იოლი გასაკეთებელი იყო,მაგრამ არა, საკმაოდ მომიწია მუშაობა, მაგრამ სამაგიეროდ კარგად გავიგე რა არის საჭირო ჩემი პროექტისათვის. მიღებულ ცოდნას ეფექტურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ჩემს მოსწავლეებს დავეხმარები სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში.
  გავაანალიზე უკუკავშირის ფორმები, თუ როგორ ვასწავლო მოსწავლეებს შეფასებაში ჩართვა. შეძლონ რეალურად და დამოუკიდებლად შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი.გაიაზრონ, რომ შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.

Saturday, May 7, 2016

                                                         დღე 5
მოვირგეთ მოსწავლის როლი, ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე , რომელმაც დაგვანახა ,რომ პროექტზე მუშაობა მოითხოვს ძიების, კვლევის, ანალიზისა და სინთეზის უნარების გავითარებას. პრეზენტაცია საინტერესოა, იგი შეიცავს მონაცემთა ანალიზს, კვლევის შედეგებს/ შესაძლებელია წარმოვაჩინოთ დიაგრამის სახით/, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს  საკუთარი ნაშრომის უკეთ წარმოჩინე ბასა  და გააცნონ დამსწრე საზოგადოებას მონაცემები.

Wednesday, April 27, 2016

                                         დღე 4
ყველაზე საინტერესო დღე იყო, შეფასების შეჯამება გამომადგება პროექტზე მუშაობისას , მოსწავლეებს გავუადვილებ  სამუშაო პროცესს. რაც მთავარია ვისწავლე ონლაინ საკომუნიკაციო კავშირი: ძალიან სახალისოა. დიდი მადლობა ასეთი სახალისო აქტივობისთვის!!!!!!!!!!

Sunday, April 24, 2016

                                                             დღე 3
საინტერესო და მეტად დატვირთული დღე იყო. პროექტზე მუშაობა მეტად საინტერესო და შრომატევადი აღმოჩნდა. ვისწავლე ბუკლეტების შექმნა; მიმართულების მიმცემი კითხვები ჩამოვაყალიბე და ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე. მადლობთ დახმარებისთვის. მიღებული ცოდნა გამომადგება პროექტის მსვლელობაში.შემიძლია მოსწავლეებს მივცე სწორი მიმართულება მუშაობის მსვლელობისას, დავეხმარო მათ პრობლემების შემთხვევაში.